ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბაღდადის სამხრეთით კამიკაძე ტერორისტმა შიიტთა სამლოცველოსთან  9 ადამიანი მოჰკლა


დღეს ბაღდადის სამხრეთით კამიკაძე ტერორისტმა შიიტთა სამლოცველოსთან 9 ადამიანი მოჰკლა და 15 დაჭრა.

ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც ლოცვები მიმდინარეობდა, გარდაცვლილთა შორის იყო მხცოვანი ქალი რომელიც შორიახლო მათხოვრობდა.

ტერორისტული აქტი განხორციელდა ერაყის პარლამენტის მიერ დამტკიცებული უშიშროების ხელშეკრულების მიღების მეორე დღეს. აშშ-ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად კოალიციური ძალები ერაყში 2011 წლამდე დარჩება.

ერაყის პარლამენტის სუნიტი უმრავლესობის მიერ ეს შეთანხმება მხარდაჭერილი იყო, ხოლო შიიტთა ფრაქციის წარმომადგენლებს მხარდაჭერის სანაცვლოდ ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მათთვის მეტი უფლებების მინიჭებას დაპირდნენ.

შიიტთა გავლენიანმა სასულიერო პირმა მოქდათა ალ სადრმა ამ ხელშეკრულებას სამარცხვინო უწოდა და მოსახლეობას მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.


XS
SM
MD
LG