ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ჯოზეფ კაბილამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურების ბრძანება გასცა                


ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს ვაჩი აცხადებს, რომ კონგოს უშიშროების ძალებმა დაახლოებით ხუთასი მთავრობის მოწინაარმდეგედ ჩათვლილი ადამიანი მოკლეს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომკონგოს პრეზიდენტმა ჯოზეფ კაბილამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ნეიტრალიზების და განადგურების ბრძანება გასცა.


ამ ანგარიშის თანახმად, გასული ორი წლის განმავლობაში უშიშროების ძალებმა ათასამდე ოპოზიციონერი დააკავეს. აქ ნათქვამია,რომ პატიმრებს მრავალი დღის განმავლობაში ბორკილებდადებულ მდგომარეობაში ამყოფებენ. ციხეებში გარდაცვლილთა გვამებს მდინარე კონგოში ყრიან ან საერთო საფლავებში მარხავენ. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ კაბილას მთავრობა საერთაშორისო ჯგუფებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების საშუალებას არ აძლევს.


XS
SM
MD
LG