ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ეკონომიკური გუნდის წევრები დაასახელა


ბარაკ ობამამ თავისი ეკონომიკური გუნდის წვერები დაასახელა. ტიმოთი გეიტნერი ხაზინი მდივანის თანამდებობას დაიკავებს. მაშინ როდესაც ამერიკის საფონდო ბირჟებზე კვლავ ვარდნა შეინიშნება, მანქანათმშენებლობა გაკოტრების პირას არის მისული და უბრალო ამერიკელები სამუშაოს კარგავენ ბარაკ ობამამ პირველ რიგში თავისი ფინანსური გუნდი ჩამოაყალიბა:“ ჩვენ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაგვატყდა თავს, ჩვენი ფინანსური ბაზრები მერყეობს, ოქტომბერში უძრავი ქონებით ვაჭრობა უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ჩვენ თუ სწრაფი და გადამჭრელი ზომები არ მივიღეთ მომავალი წლისთვის შესაძლოა მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგოს სამუშაო.“

ნიუ იორკის ფედერალური რეზერვის პრეზიდენტი ტიმოთი გეიტნერი ხაზინის დეპარტამენტს ჩაუდგება სათავეში. მას საბანკო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ბარაკ ობამას განცხადებით:“ ტიმს დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ეს სამუშაო ზედგამოჭრილია მისთვის. მას ბავშვობის ნახევარი აფრიკაში აქვს გატარებული, შემდეგ კი დიდი ხნის მანძილზე აზიაში მუშაობდა. ის კარგად ფლობს ჩინურ და იაპონურ ენებს და კარგად ესმის საერთაშორისო ბაზრის ნიუანსები“

XS
SM
MD
LG