ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა


რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც დაფინანსებული იყო “უნიფემის” მიერ და მათ გამოიყენეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ნდობის” გამოცდილება. ჩატარდა დისკუსია დევნილთა 15 კოლექტიურ ცენტრში და 15 სიღრმისეული ინტერვიუ დონორებთან. სულ გამოკითხული იყო 1144 დევნილი. ნახევარზე ნაკლები იყო მამაკაცი, დანარჩენი კი ქალბატონები. გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი იყო სამხრეთ ოსეთიდან და მხოლოდ 9 პროცენტი კოდორიდან. გამოკვლევის ძირითადი მიზანია, უფრო სიღრმისეულად გაეცნოს დევნილთა პრობლემებს. რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნანა სუმბაძემ ამ კვლევის პრეზენტაცია მოაწყო. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს პრეზენტაციიდან, რომელიც დევნილთა იმ პრობლემებს მოიცავს, რისი მოგვარებაც გრძელ პერსპექტივაშია შესაძლებელი და აუცილებელი.

ნანა სუმბაძე – ძალიან შემაშფოთებელი შედეგი, რაც ყველა კონფლიქტს თან ახლავას, არის ის რომ იზრდება აგრესიული ქცევა, ადამიანები, რომელთაც განიცადეს ეს უბედურება, ახლა ძალიან აგრესიულები გახდნენ. ის ადამიანებიც კი, რომელნიც ცხინვალში იყვნენ ტყვეობაში, ყვეობის შემდეგ ერთმანეთს სცემდნენ. ბავშვებმა გამოიგონეს, განსხვავებული აგრესიული, ომის თამაშები. ასევე აღწერაში არის ნათქვამი: ქალი ამბობს რომ არ იცის როგორ გადალახოს ეს სიბრაზე, რომ მისი ოჯახის წევრებზე არ გავრცელდეს. გაზრდილია ოჯახური ძალადობის შემთხვევები, და ამას ხელს უწყობს ალკოჰოლიზმი, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა. თვითმფრინავის ხმაზე ჩვენ ვრეაგირებთ, რომელთაც პირდაპირ არ შეგვხებია ბომბები, რომელიც იქიდან იყრებოდა. მაგალითად არის ერთი რესპოდენტის ისტორია, რომელიც სამშობიაროში იყო, როდესაც გორი დაიბობმ, მას ერთი დღის ბავშვით მოუწია სამშობიაროდან გამოქცევა და არ ახსოვს როგორ ჩამოახწია თბილისში. და ეს ქალბატონი ამბობს, რომ ახლა როგორც კი რაიმე მსგავსი ხმაური ესმის, ის მაშინვე ბავშვს კიდებს ხელს და არ იცის სად გარბის.

- ეს მხოლოდ პატარა და რამდენიმე ნაწილია, რომელსაც ეს ახალი კვლევა მოიცავს. ალბათ უმჯობესი იქნება, ამ კვლევის შედეგები კიდევ უფრო მეტად საჯარო გახდეს, იმისათვის რომ ყველას კარგად გვახსოვდეს ომის საშინელება და ის სინდრომი, რომელსაც ომი ტოვებს და რომელსაც ომის შემდგომ სინდრომს უწოდებენ.


XS
SM
MD
LG