ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა  ეკონომისტთა წამყვან ჯგუფს წარადგენს


თეთრ სახლში შესვლამდე ორი თვით ადრე, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეკონომისტთა წამყვან ჯგუფს წარადგენს. დღეს ჩიკაგოში ბარაკ ობამა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს იმის თაობაზე,თუ ვინ გაუწევს ზედამხედველობას ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმას სამომავლოდ.ამ გეგმის მიხედვით ამერიკაში მილიონობით ადამიანი უნდა დასაქმდეს. პარასკევს ამერიკის ფინანსურ ბაზრებზე პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გავრცელდა ინფორმაცია ხაზინის ახალი დეპარტმანეტის მდივნის სამომავლო კანდიდატურის შესახებ. როგორც ჩანს ამ თანამდებობაზე ნიუ-იორკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ტიმოთი გითნერი უნდა დაინიშნოს. სავარაუდოდ დღეს ბარაკ ობამა ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის თანამდებობაზე ლოურენს სამერსს დაასახელებს.სამერსი ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ხაზინის დეპარტამენტის მდივანი იყო. კვირას ბარაკ ობამას თანაშემწემ დევიდ აქსელროდმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია ეკონომიკური გაჯანსაღების პროგრამის განხორციელებას მაშინვე შეუდგება,როგორც კი ბარაკ ობამა იანვრის თვეში თეთრ სახლში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაიწყებს.

XS
SM
MD
LG