ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში 3 აფეთქების შედეგად   19კაცი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადში 3 აფეთქების შედეგად 19კაცი დაიღუპა. პირველი აფეთქება,რომელმაც ავტობუსის 13 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა, ორშაბათს გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად მოხდა. აფეთქებისას ხუთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა ამ შემთხვევიდან ზუსტად ერთ საათში, ბაღდადის მკაცრად კონტროლირებად მწვანე ზონის ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ქალმა კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა თავი. ოფიციალური ცნობების თანახმად,ამ აფეთქებას 5ადამიანის და მათ შორის 2 ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა , 12 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. მესამე აფეთქება დედაქალაქში კვლავ გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის შედეგად მოხდა. აქაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა 5ადამიანი.

XS
SM
MD
LG