ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაბათს ვენესულაში ეროვნული და ადგილობრივი მთავრობის არჩევნები  ტარდება


შაბათს ვენესულაში ეროვნული და ადგილობრივი მთავრობის არჩევნები ტარდება.

პრეზიდენტი ჩავესის განცხადებით,მას ძირითად რეგიონებში ძლიერი მხარდაჭერა ესაჭირეოება იმისათვის,რათა გააგრძელოს ისეთი დიადი საქმე,როგორიცაა ვენესუელის სოციალისტური ერის ჩამოყალიბება. ჩავესმა განაცხადა,რომ იგი მზადაა ფონდები შეამციროს და ტანკები განალაგოს იმ ადგილებში,სადაც მას ოპოზიციის მხრიდან საფრთხე ემუქრება. ბოლო არჩევნებში ოთხი წლის წინ ჩავესის მხარდამჭერებმა ქვეყნის 22რეგიონში მოიგეს არჩევნები.დღევანდელი მონაცემებით ანალოგიური შედეგები გამორიცხულია,რისი მიზეზიც ვენესულაში ინფლაციის,დანაშაულებებისა და კორუფციის ზრდა შეიძლება გახდეს. ივლისში ათასობით ვენესუელელმა მოქალაქემ საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა.აქციის მიზეზი იყო ის შავი სია,რომელიც მთავრობამ იმ ოპოზიციურ ლიდერთა გვარებით გამოაქვეყნა,რომლებიც ვითომდა კორუფციაში არიან ეჭვმიტანილები.

XS
SM
MD
LG