ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფალი ვაჭრობა - ეკონომიკური წინსვლის გზა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს მოუწოდებს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ჩაებან საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. შეაგხსენებთ რომ ბატონი ბუში მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონოიკური თანამშრომლობის ყრილობა ესწრება.

ყრილობა რომელიც დღეს იხსნება უმთავრესი თემა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაა. პრეზიდენტმა ბუშმა მის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში განაცხადა რომ თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ხალხი არის ის უდიდესი ძალა რომელიც ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს. ბატონი ბუში შეეცდება ყრილობის მონაწილეთა თანადგომა მოიპოვოს გასულ კვირას მსოფლიოს ოცი ინდუსტრიულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ლიდერების მიერ მსოფლიო ეკონომიკური კრიზის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული სასტიმულო პაკეტის გეგმის ირგვლივ.


XS
SM
MD
LG