ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის


აშშ-ის ახლად არჩეულმაპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ეკონომიკურ გუნდს დაავალა შეიმუშავოს გეგმა რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს ორ ნახევარი მილიონი ადამიანისთვის. ობამას განცხადებით ეკონომიკის გადარჩენის გეგმის დეტალები ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ პირობას სდებს, რომ 20 იანვარს თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ გეგმას განახორციელებს.

ახლად არჩეულ პრეზიდენტი აცხადებს , რომ ორწლიანი მოქმედების გეგმა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შექმნისკენ და ჩაუყრის საფუძველს ძლიერ და მზარდ ეკონომიკას. დღეს დემოკრატთა ყოველკვირეულ რადიო გადაცემაში ბარაკ ობამამ აღნიშნა რომ ქვეყნის ინფრასტუქტურის განვითარება შექმნის სამუშაო ადგილებს , გეგმა აგრეთვე ითვალისწინებს სკოლების განახლებას და ახალი ენერგო ტექნოლოგიების შექმნას.


XS
SM
MD
LG