ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანგოლის პრეზიდენტს შეხვდება.


დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოსეფ კაბილა ანგოლის პრეზიდენტს ხოსე ედუარდო დოს სანტოს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში.

განხილვის საგანი კონგოში არსებული სიტუაცია იქნება. ანგოლა უკვე შეპირდა პრეზიდენტ კაბილას, რომ იგი დაეხმარება კონგოს და გააგზავნის თავის სამხედროებს შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურის გენერალ ნკუნდას წინააღმდეგ საბრძოლველად. გაერომ გადაწყვეტილება მიიღო დამატებით გააგზავნოს 3000-მდე მშვიდობისმყოფელი ამ რეგიონში. მათ გადასხმას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. დღეისათვის კონგოში გაეროს 17 ათასამდე მშვიდობისმყოფელი ჰყავს

XS
SM
MD
LG