ამერიკის დემოკრატიული პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მის ყოფილ მეტოქეს ჰილარი ქლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელებს.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალი პრეზიდენტი თავის არჩევანს ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტისთვის მომავალი ხუთშაბათისთვის გააკეთებს.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აქვე დასძენენ იმასაც, რომ მომავალი პრეზიდენტის გარდამავალმა ჯგუფმა უკვე გადახედა ყოფილი პრეზიდნეტის ბილ ქლინტონის ფინანსურ ანგარიშებს, მათ შორის მის მიერ დაარსებული ფონდის საქმიანობას. ასეთი გამოძიება აუცილებელი გახდა ჰილარი ქლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილვამდე.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, სენატორი ჰილარი ქლინტონის ნომინაცია ამ პოსტზე სწრაფად წარიმართება. ამ საკითხზე ბარაკ ობამა უკვე შეხვდა ჰილარი ქლინტონს. ამ ფონზე, გრძზელდება მთავრობის სხვა წევრების კანდიდატურების მოძიება. თეთრი სახლის აპარატის უფროსი რამ ემანუელი კი რესპუბლიკელ კონგრესმენებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ პარტიას შორის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად.