ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელ თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ტანკები ღაზას სექტორში შევიდნენ


პალესტინელ თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ტანკები ღაზას სექტორში შევიდნენ, რაც ივნისის თვეში ისრაელისა და ჰამასის მეამბოხეთა შორის დადებული ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა.

თვითმხილველები აცხადებენ,რომ დღეს ებრაელთა ტანკები ღაზის სამხრეთ ნაწილში ქალაქ რაფას აღმოსავლეთით განთავსდნენ.მსხვერპლთა შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა,რომ ებრაელები ღაზას ყველა საზღვარს გააკონტროლებენ.ამის მიზეზად ისინი იმ ფაქტს ასახეელებენ,რომ ორშაბათს პალესტინელებმა ექვსი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებზე .

ამ ფაქტეზეც მსხვერპლთა შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.ისრაელმა თავისი საზღვრები მას მერე დახურა, რაც 12 დღის წინ ისრაელის ჯარებსა და ღაზას მეამბოხეთა შორის ახალი დაპირისპირება წარმოიშვა. ორშაბათს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა,რომ ებრაელები საზღვრებს წარმოქმნილი დაპირისპირების გამო ხურავენ.

XS
SM
MD
LG