ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადმა და ვაშინგტონმა სპეციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი


ერაყისა და შეერთებული შტატების წარმომდგენლებმა სპეციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი რომელიც 2011 წლისათვის ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანას ითვალსიწინებს. ეს გეგმა ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის შეცვლაზე მეტყველებს, რომელიც ერაყიდან ამერიკის ჯარების გამოყვანის ზუსტი ვადების დაწესების წინააღმდეგი იყო.ხელშეკრულებას ბაღდადში, ერაყში ამერიკის ელჩმა რაიან კროკერმა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ მოაეწერს ხელი. ამ ხელშეკრულების მიხედვით შეერთებული შტატების ჯარებმა ერაყის ქალაქები მომავალი წელის ზაფხულისთვის უნდა დატოვონ. მთლიანად ერაყიდან კი 2011 წლის მიწურულისთვის უნდა გამოვიდნენ. ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია ერაყის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.ერაყის პარლამენტში სუნიტების ფრაქციის თავმჯდომარის ადნან ალ-დულაიმის განცხადებით გარკვეული შენიშვნების მიუხედავად ის პრინციპში მხარს უჭერს ამ შეთანხმებას.

ამ ხელშეკრულების მიხედვით ერაყის ხელისუფლებას ამერიკელთა სამხედრო ოპერაციებზე ზედამხედველობის უფლება ექნება. ერაყელთა თანხმობის გარეშე ამერიკელებს არ ექნებათ ერაყელთა სახლებში ჩხრეკების მოწყობის უფლება, გარდა ამისა ამერიკელებს ეკრაძალებათ ერაყის ტეროტორიის გამოყენება მესამე ქვეყნებზე თავდასხმის მიზნით.შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის შონ მაკკორმაკის განცხადებით თუ ამ ხელშეკრულებას დაამტკიცებენ ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამერიკა ერაყის ურთიერთობებში:“ წარმატების შემთხვევაში ჩვენ გვექნება ხელშეკრულება შერთებულ შტატებსა და ერაყის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის რომელიც სამუდამოდ შეცვლის ახლო აღმოსავლეთს და სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს ამ რეგიონს.“

შეთანხმებას ერთ წლიანი დაძაბული მოლაპარაკებები უძღოდა წინ. ხელშეკრულებას ერაყში ამერიკისთვის მინიჭებული გაეროს მანდატის ამოწურვამდე მხოლოდ 6 კვირით ადრე მოაწერეს ხელი.

ბატონი მაკკორმაკის განცხადებით ორივე მხარე დათმობებზე წავიდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს:“ ჩემის აზრით ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესმა დაადასტურა ის გარემოება რომ მასში ორი თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას, რომლებიც გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ.“ამერიკის სამხედრო სარდლობის ხელმძღვანელი ადმირალი მაიკლ მულენი კმაყოფილია ერაყის ხელსიუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, თუმცა ის თვლის რომ გარკვეული ცვლილებებია შესატანი იმ პარაგრაფში რომელიც ერაყის ქალაქებიდან ამერიკის ჯარების გამოყვანას მომავალი წლის ივნისისთვის მოითხოვს.ამდირალ მულენის განცხადებით:“აქ ორი საკითხია მოსაგვარებელი პირველია ბაღდადი. ბაღდადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ,რომელიც საკმაოდ რთული იქნება, მეორეა ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალქი მოსული, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა მოწინააღმდეგესთან.“

მიუხედავად ამისა ადმირალი მულენი აღიარებს, რომ ერაყის უშიშროების ძალებმა გააუმჯობესეს თავიანთი სამუშაო და ახლა ისინი მზად არიან თვითონ დაიცვან საკუთარი თავი. შეერთებული შტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ მულენის განცხადებით ნებისმიერ შემთხვევაში ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებებს შეასრულებს 20 იანვრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG