ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეული ბარაკ ობამა  დღეს ჯონ მაკკეინს ხვდება.


შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეული ბარაკ ობამა დღეს ჯონ მაკკეინს შეხვდა. ეს ოთხი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილი კანდიდატების პირველი შეხვედრაა. ობამას გარდამავალი კაბინეტის წარმომადგენლების თქმით, სენატორების საუბარი ქვეყნის უფრო ეფექტური მართვის საკითხს შეეხო. ობამას სურს, რომ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ერთად იღვაწონ ამერიკის პრობლემების მოსაგვარებლად. გუშინ სი ბი ესის ახალი ამბების ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, ობამამ განაცხადა, რომ იგი ყველაფერს იღონებს ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის.


XS
SM
MD
LG