ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისი აშშ-ის მანქანათშენებლობის სფეროში


შეერთებულ შტატებში ეკონომიკური კრიზისის დამადასტურებელი ახალი გარემოებები გამომჟღავნდა მათ შორის მანქანათშენებლობის სფეროში.

დღესვე შეერთებული შტატების ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა 50 000 თანამშრომლის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. სიტი გრუპი ამერიკის მეოთხე ბანკია რომელიც სამუშაო ადგილების 14%-ით შემცირებას აპირებს.შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის განცხადებით ნიუ იორკში წარმოება უკანასკნელი 7 წლის მანძილზე ყველაზე უფრო დიდ პრობლემებს განიცდის.

ამასობაში ამერიკელი კანონმდებლები შეერთებული შტატების ავტოინდუსტრიისთვის დახმარების აღმოჩენაზე მსჯელობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამ სფეროში მოღვაწე ასი ათასობით ადამიანმა დაკარგოს სამუშაო.დემოკრატები ჯენერალ მოტორსის , ფორდის და კრაისლერის დასახმარებლად 25 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ იმ 700 მილიარდიდან რომელიც მთავრობამ ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გამოყო.








XS
SM
MD
LG