ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში სიტყვის თავისუფლება დღეს ისევ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება


სიტყვის თავისუფლება დღეს ისევ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველი მოხსენება, რომელიც ომბუცმენის ოფისში შედგა, სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა. ომბუცმენი ვალდებულია ქვეყანაში არსებული პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, არა მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, არამედ საზოგადოებასაც გააცნოს. რატომ სიტყვის თავისუფლება პირველ რიგში?

სოზარ სუბარი - ცხადია ნებისმიერი უფლების დარღვევა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ იქ სადაც არ არის დაცული სიტყვის თავისუფლება, იქ ვერც ერთი სხვა უფლება ვერ იქნება დაცული. ამიტომ პირველ მოხსნებას გავაკეთებ სიტყვის თავისუფლებაზე.

- ომბუცმენის მოხსენება შეეხება 2008 წლის პირველ ნახევარს, მაგრამ ცხადია, 2008 წლის პირველ ნახევარში აღმოჩენილი პრობლემები, სწორედ 2007 წელს გამოუსწორებელი შეცდომების შედეგია. რეკომენდაციები, რომელსაც სუბარი უკანასკნელი წლების განმავლობაში გასცემს არ სრულდება, ამიტომ სწორედ მათი შეუსრულებლობის გამო, მას ყოველწლიურ ანგარიშში უწევს მათი გამეორება და მათგან გამოწვეულ ახალ საკითხებზე საუბარი. თუმცა, ის, რომ მაუწყებლობის კანონპროექტი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღო პარლამენტმა ცალსახად დემოკრატიული და პრაქტიკულად უნაკლოა, ამაზე ვერავინ დავობს. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მისი შესრულების პროცესი არ დაწყებულა ამ ეტაპზე, რაზეც არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციაც საუბრობს.

სოზარ სუბარიპრაქტიკა სრულიად განსხვავდება კანონისგან, ეს არის ძალიან სერიოზული ზეწოლა ტელევიზიების მფლობელებზე და თითოეულ ჟურნალისტზე და ეს გამოიხატება თითქმის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებში. ზოგადად 2008 წელს მკვეთრად შეიცვალა შეფასებები საქართველოს მიმართ, ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების დაკვირვების შედეგად, ჩვენ არა ერთი, არამედ რამდენიმე ნაბიჯი გვაქვს გადადგმული უკან. მაგალითად “რეპორტიორები საზღვრების გარეთ”, თუკი შარშან მათი დაკვირვების შედეგად გვეკავა 66-ადგილი, წელს 120-ადგილზე ჩამოვედით. ჩვენზე წინ ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და აქ, არა მხოლოდ ბალტისიიპირეთის ქვეყნები იგულისხმება.

- ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ სწორედ უკანაკსნელ პერიოდში, ქართულ ტელემედიაში უხეში შეცდომები, რაც ინფორმაციის დამალვას ეხება ნაკლებად შეინიშნება, თუკი დღევანდელ დღემდე მთლიანად იგნორირებული იყო, ნესბისმიერი განსხვავებული მოვლენა, რომელიც არასახელისუფლო პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქტივობას შეიცავდა, დღეს ეს მოვლენები მკრთალად, მაგრამ გამოჩნდა. ცალსახად მისასალმებელია საზოგადოების აქტივობა სწორედ ამ მიმართულებით, რადგან პირველ რიგში სახალხო დამცველისა და საზოგადოების ძალისხმევით მოხდა მთელი საერთაშორისო ყურადღების ამ კონკრეტულ პრობლემაზე მიპყრობა, რაც სამომავლოდ უკეთესი პერსპექტივის შანსს იძლევა.

XS
SM
MD
LG