ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ოფიციალური  პირების განცხადებით  დღეს ბრძოლები გაჩაღდა დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოში.



გაეროს ოფიციალური პირების განცხადებით დღეს ბრძოლები გაჩაღდა დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოში.
შეტაკებები დაიწყო რამდენიმე საათით ადრე სანამ გაეროს სპეციალური წარმომადგენლები ჩავიდოდნენ კონგოში. ნიგერიის ყოფილი პრზიდენტი ოლუსეგუნ ობასანჯო შეხვედრას გეგმავს კონგოს მეამბოხეთა ლიდერთან ლორენ ნკუნდასთან.
შეიარაღებული შეტაკებები კივუს პროვინციის დედაქალაქ გომადან 90 კილომეტრის მოშორებით ნდეკოში დაიწყო. თავიდანვე არ იყო ცნობილი თუ რომელი შეიარაღებული ჯგუფები მონაწილეობდნენ ბრძოლებში. მეამბოხეები, ჯარი და მთავრობის მომხრე შეირაღებული ფორმირებები ყველა ამ რეგიონში მოქმედებს.
ნიგერიის ყოფილი პრზიდენტი ობასანჯო კონგოს პრეზიდენტს ჯოსეფ კაბილას შეხვდა შაბათს. პრეზიდენტმა კაბილამ არ დაასახელა არანაირი წინაპირობა, რომლის მიხედვითაც იგი მოლაპარაკებებზე წავა მეამბოხეებთან.

XS
SM
MD
LG