რუსეთის დუმამ ქვეყნის უმაღლესი პირისთვის გაზარდა საპრეზიდენტო ვადა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პირველი მოსმენით დაუჭირა ამ ზომასმ ხარი. იმისათვის, რათა ეს გადაწყვეტილება კანონად იქცეს და კონსტიტუციაში გატარდეს ცვლილებები, იგი ხელახლა უნდა განიხილოს დუმამ. შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტს ოთხი წლის ნაცვლად ექვსი წლით უფლება ექნება ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე დარჩეს. დუმაში ეს ინიციატივა დაჩქარებული ტემპით გაიტანეს.თავად ინიციატივა პრეზიდენტ მედვედევს ეკუთვნის.
ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში გამორიცხული არ არის პრეზიდენტობა ისურვოს ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა და ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.
პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე წამოაყენა წინადადება გახანგრძლივდეს სახელმწიფო დუმის მოქმედების ხანგრძლივობაც.