ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ნიცაში გაიმართა საუბარი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოუწოდა თავის რუს კოლეგას , რომ ამ უკანასკნელმა არ განათავსოს კალინინგრადში ტაქტიკური სამიზნე რაკეტები.

დღეს ნიცაში გაიმართა საუბარი ორ პრეზიდენტს შორის. მედვედევმა განაცხადა წინა კვირას, რომ რუსეთი იმ შემთხვევაში თუ ამერიკა თავის რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემას ცენტრალურ ევროპაში განალაგებს, იგი საპასუხოდ კალინინგრადში განალაგებს ტაქტიკურ სამიზნე რაკეტებს. მედვედევმა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი შეცვლის თავის პოზიციას თუ თავის მხრივ ამერიკაც პლონეთსა და ჩეხეთში არ განალაგებს ამ სისტემებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსება მიმართულია ირნის მხრიდან არსებული საშიშროების გამო.

XS
SM
MD
LG