ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მსოფლიოს წამყავანი სახელმწიფოების ლიდერები იკრიბებიან  პარიზში


დღეს მსოფლიოს წამყავანი სახელმწიფოების ლიდერები იკრიბებიან პარიზში.შეხვედრის მიზეზი ირანის ბირთვული ამბიციების განხილვაა.გერმანია და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 წევრი-აშშ-ი, ბრიტანეთი, საფრანგეთი , რუსეთი და ჩინეთი განიხილავენ გზებს, იმისთვის თუ როგორ ათქმევინონ უარი ირანს ურანის გამდიდრებაზე. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ირანმა განაცხადა, რომ მათ ტესტირება ჩაატაარეს ხმელეთი-ხმელეთი ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტების უნარიანობაზე , რომლებსაც ძალუძთ ისრაელისადა ევროპის ქვეყნებამდე მიღწევა. აშშ-მა დაგმო ირანის ქმედება და აღნიშნა, რომ ირანი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებსა და ირანის საერთაშორისო ვალდებულებებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდსმაგანაცხადა, რომ მას არ გაუკვირდება თუ ირანი რაკეტის ტესტირებას პარიზის შეხვედრის დროს განახორციელებს.

XS
SM
MD
LG