ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოფელ კორკულასთან ინციდენტი მოხდა


ოსური მხარის ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის ტყვიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქართული მხარე უარყოფს ამგვარ ფაქტს.ინციდენტს სოფელ კორკულასთან ჰქონდა ადგილი, რომელიც ცხინვალის სამხრეთ აღმოსავლეთით ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ხვალ კი თბილისში ფართო მასშტაბიანი აქცია იგეგმება გასულ წელს მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციიის დარბევის ერთი წლის აღსანიშნავად. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოში ხუთ დღიანი ომის არასწორ წარმართვაშიც ადანაშაულებს.


XS
SM
MD
LG