ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას მომხრეები თავისი რჩეულის გამარჯვებას ზეიმობდნენ


მას შემდეგ რაც ბარაქ ობამა შეერთებული შტატების პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი გახდა თეთრი სახლის წინ უამრავი მისი მხარდამჭერი შეიკრიბა.

ობამას მომხრეები თავისი რჩეულის გამარჯვებას ზეიმობდნენ:“ ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანის ხმას.“ ობამას გამარჯვება განსაკუთრებით გაუხარდათ შავკანიან ამერიკელებს:“ ეს ისტორიული მოვლენაა. როდესაც ობამას გამრჯვების შესახებ შევიტყვე თვალზე ცრემლი მომადგა“. ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

თეთრი სახლის წინ შეკრებილთა შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ, თუმცა შუახნის ხალხიც ბლომად იყო, რომლებიც აქ ოჯახებთან ერთად მოვიდნენ, ვაშინგტონელები სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში ზეიმობდნენ ბარაქ ობამას გამარჯვებას.

XS
SM
MD
LG