ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს


ირანის პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ალი კორდანს. მან აღიარა ის ფაქტი , რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ყალბი საპატიო ხარისხი გააჩნდა. დღეს ირანის კანონმდებლებმა 247 ხმიდან 188 ხმით მიიღეს გადაწყვეტილება კორდანის გადაყენების შესახებ.პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელიც არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას განაცხადა, რომ იგი არ იზიარებს კორდანის მიმართ გატარრებულ ზომებს, მაგრამ აქვე დასძინა, რომ პარლამენტს განიხილავს მთქავრობის პარტნიორად. კორდანის თანამდებობიდან გადაყენებას მიიჩნევენ აჰმადინეჯადის დამარრცხებად. ალი კორდანი , რომელმაც ოქსფორდის ყალბი ხარისხით აგვისტოში პარლამენტის მიერ არჩეული იყო შინაგან საქმეთა მინისტრად, მომავალი წლის არჩევნებზე ჩატარების უსაფრთხოებისა და ამ არჩევნების ზედამხედველობა ეკისრებოდა.

XS
SM
MD
LG