ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ირი ფეხბურთის მატჩს დაესწრო


ჩრდილოეთ კორეის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ირი ფეხბურთის მატჩს დაესწრო. ბოლო დროს ქვეყნის ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მრავალი ჭორი ვრცელდებოდა.

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო ახალი ამბების სააგენტომ გამოაქვეყნა მატჩზე დამსწრე კიმის ამსახველი ფოტომასალა. ცნობილია, რომ გასულ კვირას კიმ ჩენ ირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის გასვენების ცერემონიას არ დაესწრო. გასული აგვისტოს შემდეგ კიმი სახალხოდ აღარავის უნახავს. სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ამტკიცებენ, რომ კიმ ჩენ ირს სისხლი ჩაექცა. ფხენიანი კი ამას უარყოფს.

XS
SM
MD
LG