ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში ამერიკის ხმას ხურავენ


აზერბაიჯანის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეწყდება უცხოური ტელე და რადიო სადგურების მაუწყებლობა აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანის ეროვნული ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს თავჯდომარე აცხადებს რომ ამ სიაში მოხვდნენ ტელეკომპანია ბიბისი, ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება.

ამავე განცხადების თანახმად ამ სახის რეფორმები უკვე ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს. უახლოეს წარსულში ქვეყანაში შეწყდა მაუწყებლობა საფრანგეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.

აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭო აღშფოთებულია და სასტიკი წინააღმდეგია ამ გადაწყვეტილების. საბჭოს წევრი სტივენ სიმონსი აღნიშნავს რომ აზერბაიჯანში მსგავსი რეფორმები ორი წლის წინ დაიწყო. მან იქვე დასძინა რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო მედიაზე არასახარბიელო ზეგავლენას იქონიებს.


XS
SM
MD
LG