ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედევდევს ხვდება


დღეს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედევდევს და პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ხვდება, რომლის დროსაც ენერგეტიკულ თანამშრომლობასთან ერთად იარაღით ვაჭრობის საკითხებსაც განიხილავენ.

ეს საბჭოტა კავშირის დანგრევის შემდეგ მუამარ კადაფის პირველი ვიზიტია მოსკოვში. აღსანიშნავია რომ ლიბიის ლიდერმა კრმლის ეზოში ბედუინების კარავი დასცა, სადაც სტუმრებს უმასპინძლდება. ლიბია რუსეთისგან ორი მილიარდი დოლარის ღირებულების თანამედროვე იარაღის შეძენას აპირებს.

რუსეთის მედიის ინფორმაციით ლიბიის პორტ ბენგაზიში კადაფი რუსებს სამხედრო საზღვაო ბაზის აშენებას სთავაზობს.


XS
SM
MD
LG