ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღე დარჩა



საპრეზიდენტო კანდიდატები ჯონ მაკკეინი და ბარაკ ობამა საბოლოო შეტევებს იმ მნიშვნელოვან შტატების ამომრჩევლებზე ანხორციელებენ,რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავენ 4 ნოემბრის არჩევნების ხმათა ბალანსს. დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამა მარათონს აიოვას შტატის დასავლეთ ნაწილში ინდიანას შტატის გავლით განაგრძობს .ინდიანას შტატი წინა არჩევნებში რესპუბლიკელებისთვის საყრდენ ძალას წარმოადგენდა ,მაგრამ გამოკითხვების ბოლო მონაცემებით ,ბარაკ ობამა აქ აშკარა უპირეტასობით უსწრებს წინ ჯონ მაკკეინს. თავის მხრივ მაკკეინი ოჰაიოს ცენტრალურ ნაწილში ხვალ ჩაბრძანდება,სადაც საარჩევნო მარათონს კალიფორნიის გუბერნატორათან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად განაგრძობს.დღემდე თეთრ სახლში არცერთი რესპუბლიკელი კანდიდატი არ შესულა ისე ,რომ ოჰაიოს შტატში ხმების უპირატესობით არ გაემარჯვა. მაგრამ გამოკითხვებმა აქაც ბარაკ ობამას აშკარა უპირატესობა აჩვენეს.


XS
SM
MD
LG