ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ  დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შედეგების დაძლევაში


აშშ დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შედეგების დაძლევაში. სექტემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ბუშმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე რომ ასი მილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიური დახმარების გარდა

აშშ დამატებით მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ შემწეობას აღმოუჩენს საქართველოს რათა შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევა.

„საქართველოს მყარი ეკონომიკური ფუნდამენტი გააჩნია და მას ჰყავს ლიდერები რომლებმაც გამოავლინეს რეფორმების გატარების დიდი უნარი განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

27 ოქტომბერს აშშ-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია სადაც 2 დღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა ჩატარდა ბიზნესის დარგში. “ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის მთავრობა და საქმიანი წრეები საქრთველოს დახმარებას გაუწევენ მისი ინფრასტრუქტურის აშენებასა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში“ განაცხადა ბატონმა სალივანმა. აშშ შეეცდება გაზარდოს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა და ინვესატიციები საქართველოში და გამონახოს იმის გზები რათა ამერიკულ ბაზარზე მოხდეს ქართული ნაწარმის იმპორტი. თქვა სალივანმა. აშშ-მა უკვე განაცხადა, რომ იგი მის ბაზარს გახსნის 3500 ქართული

ნაწარმისათვის რათ ამით ხელი შეუწყოს მის ეკონომიკას. ამას გარდა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი მის საგანგებო კომერციული განვითრების კანონს განავრცობს საქართველოზე , დახმარებას გაუწევს იმაში, რომ საქართველოს მოდერნიზება მოუხდინოს მის კანონებს ვაჭრობის , ტექნოლოგიისა და ინტელექტუალური საკუთრების დარგში.

ბატონმა სალივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რო აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობს, უშიშროებას და დემოკრატიულ განვითარებას.“ეს უმაღლესი დონის შეხვედრა წარმოადგენს გამოხატულებას იმისა, რომ ამერკასა და საქარტველოს შორის მტკიცე, მჭიდრო და ურღვევი ურთიერთობაა დამყარებული. ამერიკას სჯერა, რომ საქართველოს მთავრობას სურს კვლავაც გააგრძელოს რეფორმები და გარანტირება მოუხდინოს ქართველთა კეთილდღეობასა და უშიშროებას.

XS
SM
MD
LG