ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის დედაქალაქ დამასკოსში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა


დღეს სირიის დედაქალაქ დამასკოსში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა სირია-ერაყის საზღვართან განხორციელებული რეიდის გამო. სირია ამ რეიდის განხორციელებაში აშშ-ს ადანაშაულებს. დღეს სირიაში აშშ -ის საელჩო დაიხურა უსაფრთხოების ზომებისა და შექმნილი დაძაბულობის გამო. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა განაცხადა,სირიის მთავრობამ აშშ-ს შეატყობინა რომ 6 ნოემბრამდე დამასკუსში უნდა დაიკეტოს აშშ-ს კულტურული ცენტრი და ასევე ამერიკული სკოლა. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაისალ მეკდადმა მოუწოდა აშშ-სა და ერაყს გამოიძიოს მომხდარი ფაქტი, რომელსაც 8 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სირიამ პროტესტი გაეროშიც გამოხატა. ბუშის ადმინისტრაცია არც ადასტურებს და არც უარყოფს მომხდარს.
XS
SM
MD
LG