ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მომხდარმა მიწისძვრამ 215 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა


პაკისტანში მომხდარმა მიწისძვრამ 215 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა. საერთაშორისო და პაკისტანის სააგენტოები დახმარებას უწევენ ათასობით დაზარალებულს ამ რეგიონში. ბალუჩისტანის რაიონში დანგრეული სოფლების მაცხოვრებლები ასაფლავებენ გარდაცვლილებს , ხოლო გადარჩენილებს კვლავაც ეძებენ. პაკისტანის მთავრობამ ამ რეგიონებში უკვე დააგზავნა კარვები, საკვები პროდუქტი, საბნები და სხვა. სამედიცინო პერსონალი დახმარებას უწევს დაშავებულებს.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით ისინი საკმარის მედიკამენტებსა და აღჭურვილობას აგზავნიან 50 000 ადამინისთვის ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე მეტად დაზარალდა ზიარატის რაიონი. რომელიც ავღანეთის საზღვართან მთიან რეგიონშია განლაგებული მსხვერპლია აგრეთვე პაშინის რაიონში.

XS
SM
MD
LG