ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალსიწინებულ პირობებს


9 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა დაიწყო 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, მაგრამ ამავე შეთანხმების მიხედვით რუსეთი 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს უნდა დაბრუნებოდა, რაც არ იქნა შესრულებული.

ამ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების შემდეგ ცხადი გახდა რომ რუსეთი არ ასრულებს 12 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს. სინამდვილეში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ადრე ქართული ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი მიწები დაიპყრო. ერთ-ერთი ასეთი რაიონია ახალგორი.

ახალგორი ე.წ. სამრეთ ოსეთის პერიფერიაა, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული თბილისიდან. ამ რაიონში მცხოვრები ადამიანები საქართველოს მოქალაქენი არიან და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოველთვის ქართული ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყვნენ. 17 აგვისტოს ცეცლხის შეწყვეტის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ოს სეპარატისტებთან ერთად ახალგორის რაიონის ოკუპაცია მოახდინეს. რუსებმა საერთაშორისო დაკვირვებლებს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ამ რაიონში შესვლა აუკრძალეს. იგივე მდგომარეობა შეიქმნა ქართულ სოფელ პერევში, რომელიც სეპარატისტული ანკლავის საზღვრებს გარეთ მდებარეობს. ოკუპანტებმა აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონში კოდორის ხეობაში მდებარე ქართული სოფლებიც დაიკავეს.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დანიელ ფრიდმა ჟენევაში განაცხადა საქართველოში კვლავაც არა სტაბილური სიტუაციაა და ახალგორის ოკუპაცია ახალი აფეთქების საშიშროებას ქმნის.

დანიელ ფრიდის განცხადებით კონფლიქტის ზონებში რუსეთის მხოლოდ ის საჯარისო ფორმიერებები შეიძლება დარჩნენ, რომელებიც იქ 7 აგვისტომდე იყვნენ განლაგებულნი, მაგრამ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალსიწინებულ პირობებს.

XS
SM
MD
LG