ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

    ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის ცენტრალურ რაიონში 8 მოთარეშე დაატყვევეს


ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის ცენტრალურ რაიონში 8 მოთარეშე დაატყვევეს. სამი ეჭვმიტანილი კოალიციურმა ძალებმა ფალუჯის რაიონში განხორციელებული რეიდის დროს დააკავეს. ამ რაიონში ალ-ყაიდას წევრები ავტომობილებში ბომბებს ამონტაჟებდნენ.

ამერიკელმა სამხედროებმა ამავე რაიონში კიდევ სამი კაცი დააკავეს. კიდევ ორი ეჭვმიტანილი ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის დორს დაატყვევეს.

ამასობაში ამერიკელმა სამხედროებმა ბაბილის რაიონზე კონტროლი ერაყელებს გადაულოცეს. ამჟამად ერაყის 18 პროვინციიდან 12-ს ერაყელი სამხედროები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG