ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამჟამად ამერიკის ხმის კორესპონდენტი სონია პეისი საქართველოში იმყოფება


ამჟამად ამერიკის ხმის კორესპონდენტი სონია პეისი საქართველოში იმყოფება. საიდანაც მან დმანისში გაკეთებული რეპორტაჟი მოგვაწოდა. ზაქარია კიკნაძე ამ რეპორტაჟის შესახებ მოგითხრობთ.
სადღეისოდ დმანისი მხოლოდ მცირე სოფელია, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. შუა საუკუნეებში დმანისი მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო ცენტრი იყო, ხოლო წინაისტორიულ პერიოდში კი აქ ევრაზიაში უძველესად მიჩნეული ჰომინიდიც კი სახლობდა. ახვალთ მაღლობზე და თვალწინ სოფლის წარსული გადაგეშლებათ. არქეოლოგი ჯიმშერ ჩხვიმიანი უკვე ცხრა წელია, რაც აქაურ გათხრებზე მუშაობს. მისი თქმით:

ჰომინიდის თითქმის დაუზიანებელი თავისქალის და ჩონჩხის სხვა ნაშთების აღმოჩენამ დმანისი მთელს მსოფლიოს გააცნო.

" ეს აღმოჩენა აზიის, ევროპისა და აფრიკის დამაკავშირებელი, აქამდე გაწყვეტილი ჯაჭვის შემაკავშირებელია ". ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. მისი აზრით ადამიანის წინაპრები აფრიკიდან გადასახლების შემდეგ, დღევანდელი საქართველოს გავლით, მოედნენ მთელს კონტინენტს და ეს ბევრად უფრო ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

თუმცა ეს აღმოჩენა დმანისის წარსულის მხოლოდ ერთი ნაწილია. სოფელი ბრინჯაოს ხანაშიც და შუა საუკუნეებშიც ძალზე მნიშვნელოვან ცენტრსაც წარმოადგენს. რის დამადასტურებლადაც ძველი კედლისა და შენობების ნანგრევებიც გვევლინება. წერს სონია პეისი.

მიგრაციის უძველესი გზა მოგვიანებით სავაჭროდ გადაიქცა. ის ვინც ქალაქს ფლობდა, ჩინეთიდან და სპარსეთიდან ბიზანტიისა და დასავლეთისკენ მიმავალ გზებსაც აკონტროლებდა. ასე იყო მრავალი საუკუნეების განმავლობაში:

ამბობს ჯიმშერ ჩხვიმიანი. შუა საუკუნეებში დმანისი ათი ათას მოსახლეს ითვლიდა და აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. დღეს კი სოფლის კეთილდრეობა ნავთობისა და ბუნებრივი აირის სატრაზიტო მილსადენებზეა დამოკიდებული.

"ამ პატარა ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც ოთხ მილიონ ადამიანს შეადგენს, ეს სატრანზიტო გზები ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ეკონომიკა ზირითადად აგრარურია და დიდადაა დამოკიდებული ტრანზიტზე". ამბობს საერთაშორისო საკრიზისო ჯგუფის წარმომადგენელი ლორენს შითსი.
ზოგის აზრით, სწორედ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობა განაპირობებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას. მაგრამ სწორედ ეს აქცევს საქართველოს ძლიერი ქვეყნების სამიზნედაც. გასულ ზაფხულს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
ქართველებს მშვენივრად აქვთ გააზრებული საკუთარი ადგილი ისტორიაში;
"მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ პირველი ევროპელები". ეუბნება ჩვენს კორესპონდენტს ახალგაზრდა ქალი.
ბუნებრივია სიამაყეს იწვევს ის როდესაც ადგილი სადაც ცხოვრობ ორი მილიონი წლის წინ ადამიანის წინაპრის სამიგრაციო გზის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა.

" წინაისტორიულ პერიოდში და მოგვიანებითაც საქართველო ყოველთღვის გზაჯვარედინი იყო. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს იმას, რომ საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაკავშირებელს წარმოადგენდა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ როლის თამაშს მომავალშიც გააგრზელებს". ამბობს პროფესორი დავით ლორთქიფანიძე.თუმცა ახლა მნიშვნელოვანი ისაა თუ როგორ მოახერხებს დღევანდელი საქართველო ამ პოზიციით ლავირებას და რარიგ იმოქმედებს იგი ქვეყნის მომავლზე. ამერიკის ხმა. .

XS
SM
MD
LG