ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სამხედრო მოიერიშემ 25 ისლმაისტი მეომარი გაანადგურა სვატის დაბლობზე


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით პაკისტანის სამხედრო მოიერიშემ 25 ისლმაისტი მეომარი გაანადგურა სვატის დაბლობზე.

პაკისტანელმა სამხედროებმა კიდევ 10 მეამბოხე მოკლეს ბაჯაურის რაიონში ავღანეთის საზღვრის მახლობლად განხორციელებული ოპერაციის დროს.

ეს ოპერაციები ისლამაბადში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის რიჩარდ ბაუჩერის ვიზიტს დაემთხვა.

პაკისტანში ამერიკის საელჩოს არ დაუკონკრეტების ბაუჩერის ვიზიტის მიზნები, თუმცა აღნიშნა რომ ის დიდი ხნის წინათ იყო დაგეგმილი.

რიჩარდ ბაუჩერი უკვე შეხვდა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრს რეჰმან მალიქს და უახლოეს ხანში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან იუსუფ რეზა გილანისთან გამართავს მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG