ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოუ ჯონსის ინდექსმა თითქმის რვა პროცენტით დაიწია,


დღეს ევროპის და აზიის და ბაზრებზე ამერიკის უოლ სტრიტის მსგავსად მკვეთრი ვარდნა აღინიშნება. დღეს დილით ლონდონის, ფრანკფურტისა და საფრანგეთის უდიდეს ბირჟებზე მაჩვენებელი ხუთი პროცენტით დაეცა. მანამდე კი ტოკიოს ნიკეის ინდექსმა, უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თერთმეტპროცენტიანი ვარდნა განიცადა. სამხრეთ კორეაში აქციების ღირებულებამ თითქმის ათი პროცენტით დაიწია. ხოლო ჰონკონგის ჰან სენგის ინდექსმა ვაჭრობის დახურვისას ხუთ პროცენტიანი ვარდნა განიცადა. წარუმატებლობა დღეს ამერიკის სააქციო ბირჟებზეც აღინიშნება. აშკარაა ის, რომ მომხმარებლის მიერ ხარჯვის ტემპის შემცირებამ და არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა საკრედიტო ბაზარმა ვაჭრობაზე ნეგატიურად იმოქმედა. დოუ ჯონსის ინდექსმა თითქმის რვა პროცენტით დაიწია, ანუ შვიდას ერთეულზე მეტი დაკარგა. ეს ენ პი ხუთასმა რვა, ხოლო ნასდაკმა კი რვა მთელი ხუთი მეათედი პროცენტით ვარდნა განიცადეს.


XS
SM
MD
LG