ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ჯონ მაკეინი და ბარაკ ობამა  მესამე და ბოლო საპრეზიდენტო დებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


გუშინ რესპუბლიკელი ჯონ მაკეინი და დემოკრატი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კამპანიის ტაქტიკისა და ეკონომიკური კრიზისის საკითხებზე, მესამე და ბოლო საპრეზიდენტო დებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.


დებატები ნიუ-იორკში საათნახევარს გაგრძელდა. დებატების დასაწყისში მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისი გახლდათ. მაკეინმა საკმაოდ აგრესიულად შეუტია თავის მეტოქეს, რომელიც ეგზიტ პოლების ბოლო შედეგების მიხედვით მას წინ უსწრებს.

რესპუბლიკელმა სენატორმა ობამას ბრალად დასდო ის, რომ მისი სიტყვებით იგი “კლასობრივ ბრძოლას” აწარმოებს , იმით რომ სურს გაიზარდოს მდიდარი ამერიკელების საშემოსავლო გადასახადები. სენატორმა მაკეინმა ასევე აღნიშნა, რომ სენატორ ობამას მცდელობა გააიგივოს იგი ამერიკის არაპოპულარულ პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან მიუღებელია. “მე არა ვარ პრეზიდენტი ბუში”- განაცხადა სენატორმა მაკეინმა.


თავის მხრივ ილიონოისელმა სენატორმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მაკეინი მხარს უჭერს პრეზიდენტ ბუშს პოლიტიკის ყველა ძირითად საკითხში. მისივე თქმით ქვეყანას რაღაც განსხვავებული ესაჭიროება და არა იგივე, ბოლო რვა წლის განმავლობაში მძვინვარე ჩაძირული პოლიტიკა, რომელსაც მისი თქმით სწორედ მაკეინი თავაზობს ამერიკას.

საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე ერთმანეთს კამპანიის ტაქტიკის თაობაზე დაუპირისპირდნენ. მაკეინმა ბრალი დასდო ობამას კამპანიას იმაში, რომ იგი საპრეზიდენტო კამპანიაში ნეგატიური ხასიათის რეკლამას იყენებს რომელიც მაკეინის წინააღმდეგაა მიმართული. ობამამ კი განაცხადა, რომ მაკეინის რეკლამის 100 პროცენტი ნეგატიური ხასიათისაა.

XS
SM
MD
LG