ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დააპატიმრეს ამერიკის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ტომებით დასახლებულ რეგიონში შეღწევას ლამობდა


პაკისტანში დააპატიმრეს ამერიკის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ტომებით დასახლებულ რეგიონში შეღწევას ლამობდა.


პაკისტანიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დააპატიმრეს ამერიკის მოქალაქე, რომელიც პაკისტანის ტომებით დასახლებულ, მშფოთვარე რეგიონში შეღწევას ლამობდა. ახალგაზრდა ამერიკელი კოლეჯის სტუდენტი, რომელსაც თან ამერიკული პასპორტი და "ნოუტბუკი" ჰქონდა, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონის მოჰმანდის უბანზე ლამობდა შეღწევას. სტუდენტი ამტკიცებს, რომ იგი რეგიონში მცხოვრები მეგობრის მონახულებას აპირებდა. ჩრდილოეთ ვაზირისტანში შესვლის უფლება, მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე უცხოელებს აქვთ. ამერიკის საელჩო პაკისტანში აცხადებს, რომ ზემოხსენებული დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ფლობს. პარალელურად კი პაკისტანის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ვაზირისტანში სამთავრობო ჯარებმა ორმოცი მეამბოხე გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG