ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები საბანკო სისტემის დასახმარებლად დამატებით ნაბიჯებს დგავენ



მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები საბანკო სისტემის დასახმარებლად დამატებით ნაბიჯებს დგავენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი საბანკო სისტემის დასახმარებლად დამატებით ნაბიჯებს დგავენ. ამ მრავალმილიარდიანი დახმარების დეტალების შესახებ პარიზსა და ვაშინგტონში შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრიტანეთი აცხადებს, რომ ქვეყნის სამ უდიდეს ბანკს სამოცდასამ მილიარდზე მეტ დოლარს გამოუყოფს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზემოთქმული ბანკების აქციების უდიდესი ნაწილის მფლობელი გახდება. გერმანიის მთავრობამ ქვეყნის საფინანსო სისტემისთვის ხელის გასამართად ექვსასი მილიარდი დოლარის გამოყოფა განიზრახა. ამერიკა კი აცხადებს, რომ შვიდასმილიარდიანი დახმარების გეგმა ჩქარი ტემპებით ხორცილელდება.

XS
SM
MD
LG