ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთისა და კოალიციური ძალების მიერ 12 მემბოხე იქნა მოკლული.


დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად ავღნეთის ურუზგანის პროვინციაში ავღნეთისა და კოალიციური ძალების ერთობლივ პატრულს მცირე კალიბრის იარაღითა და რეაქტიული ჭურვებით შეიარაღებული მეამბოხეები დაესხნენ. პატრულმა საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ამ განცხადების თანახმად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კოალიციურ ძალებს აცნობეს რომ მეამბოხეებმა ერთ ერთ სოფელში 10 მშვიდობიანი მოსახლე მოჰკლეს. ამ ფონზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ აგვისტოში ჰერატის პროვინციაში ამერიკული ავიაციის მიერ განხიორციელებული დარტყმის შედეგად იმაზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა ვიდრე ადრე ეგონათ.

გამოძიებით დადგინდა , რომ დაიღუპა 33 მშვიდობიანი მოსახლე. მანამდე აშშ-მ განაცხადა მსხვერპლი მშვიდოიან მოსახლეობაში 7 კაცს წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG