ოლეგ პანფილოვი ომის და მედიის შესახებ
- უკვე საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში იმყოფება და რამდნიმე
დღის წინ უკვე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა. ის საქართველოში იყო აგვსიტოს მოვლენების პერიოდში და აქ არის დღესაც. რამდენიმე დღის წინ, ის ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც მან ისაუბრა რუსულ აგრესიაზე და იმ საკითხზე, თუ როგორ გააშუქა ომი ქართულმა და რუსულმა სატელევიზიო მედიამ, რა მსგავსებები და რა სხვაობაა მათ შორის. დღევანდელ დღეს, რუსი პროფესიონალი ჟურნალისტის მოსაზრების მოსმენა ალბათ განსაკუთრებულად
საინტერესოა,
ამიტომ გთავაზობთ ნაწყვეტს მისი საუბრიდან.
ოლეგ პანფილოვი – ისე მოხდა, რომ ომის პირველი დღეებიდან აქ ვიყავი, როგორც ყოველთვის ჩამოსული ვიყავი შვებულებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისში ვიყავი, ვაგროვებდი და ვსწავლობდი ინფორმაციას, კონსულტაციებს გავდიოდი სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
მეჩვენება,
რომ ყველაფერი გასაგებია ჩემთვის, ამიტომ კონფლიქტის შესახებ ორი პოზიციიდან ვისაუბრებ. რასაკვირველია ძალიან დიდი დანაკლისი მაქვს, რომ არ ვიცი ჯერ ქართული ენა. ამიტომ ინფორმაციის მთავარი შინაარსი, ჩემი მეგობრების მიერ იყო თარგმნილი. მაგრამ პრინციპში, სიახლეების რეპორტაჟულობა ანუ გამოსახულება ისეთი იყო, რომ თარგმანის გარეშეც იყო შესაძლებელი მისი გაგება. თქვენ რომ გისმენთ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთულია იყო სიცოცხლის მოყვარული მორგში, როდესაც ქვეყანა განიცდის ოკუპაციას, როდესაც ქვეყანას თავს ესხმიან, როდესაც ქვეყანა თავს იცავს. არსებობს რაღაც ჟურნალისტური სტანდარტები, ეთიკური ნორმები – მაგრამ ამის მიმართ მე ძალიან ფრთხილი ვარ. ერთია, როდესაც მე მაგალითად დავწერე წიგნი ჩეჩნეთზე, ეს სხვა სიტუცია იყო - მაშინ ომი მიდიოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ამაზე სხვადასხვა ადამიანები გვახსენებდნენ, რომ ეს ომი სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იყო და რუსეთის მოსახლეობას უნდა შეეფასებინა, ღირდა თუ არა ამდენი ფულის დახარჟვა ამ ომზე, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას
ამდენ დაღუპულ ადამიანზე და ა.შ. – ერთი სიტყვით ეს იყო შიდა კონფლიქტი. საქართველო შეეჯახა აგრესიას, ამიტომ ახლა ლაპარაკი იმაზე, მართალია თუ არა ჟურნალისტი, კადრში ემოციურად რომ გამოიყურება, რომელიც ძვრება სამხედროს ჯიბეში, სადაც ოქროს ჩანგალს პოულობს და შემდეგ ეკითხება, საიდან მოიტანა ეს ჩანგალი – არ მგონია, რომ ცუდი იყოს. ჩემი აზრით ეს ჟურნალისტური საქციელი, ჟურნალისტია, რომელმაც ამ ომის ერთი პატარა დეტალი აჩვენა. მე ახლა გეტყვით, როგორ გამოიყურება საქართველოს ომი რუსეთიდან,
რადგან 30
აგვისტოს მე გავფრინდი მოსკოვში და მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ქვეყანაში დავბრუნდი – ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ ქვეყანაში. მივხვდი, რომ ადამიანებმა არ იციან რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ არ იცოდნენ რომ რუსული ავიაცია ბომბავდა საქართველოს მთელ ტერიტორიას, აჭარის ჩათვლით... ამის შესახებ რუსეთში არ იციან, მათ ამის შესახებ არ უთხრეს. რუსეთში ასევე არ იციან რომ იყო მარადიორობის ძალიან ბევრი შემთხვევა... ანუ, მათ იციან მხოლოდ ის რომ, კეთილშობილმა რუსულმა არმიამ იხსნა ოსი ხალხი მთლიანი განადგურებისგან,
იყო დასჯილი საქართველო, რადგან შეიჭრა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. არავინ არსად არ ახსენებს, რომ სამხრეთ ოსეთი დეიურე საქართველოს ტერიტორიაა და ა.შ. და ა.შ. რუსეთის პროპაგანდის მანქანა, რომელიც 8 წლის წინ აღდგა, ის სწორედ ჩეჩნეთის ომთან და პუტინის კრემლში მისვლასთან არის დაკავშირებული, ახლა თავის ნაყოფს იმკის. ანუ დღეს ის აჩვენებს, რომ რუსულ საზოგადოებას არ აქვს შეწინააღმდეგების
უნარი და ის კმაყოფილდება იმ ინფორმაციით, რომელსაც მას სთავაზობს ტელევიზია.
მე ხშირად მიწევს პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობა და თუკი შევადარებთ როგორ მუშაობს ტელევიზია და პრესა სხვადასხვა ქვყნებში, რასაკვირველია, ქართული პრესა და ტელევიზია გაცილებით უკეთ გამოიყურება. ასე, რომ შინაარსობრივი მხარე, როდესაც ლაპარაკი მიდის ჟურნალისტურ ეთიკაზე, განსაკუთრებით ამ კონფლიქტში, ეს ძალიან სათუთი თემაა. მე ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი რეპორტაჟების შეფასებისას, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო ქვეყნის ოკუპირება და ქვეყანა რაღაცნაირად უნდა შეწინააღმდეგებოდა ამას. დავუბრუნდები იმ თემას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ, ომის დღეებში რუსული ტელეარხების გამორთვა, იყო ძალიან სწორი ნაბიჯი. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველებს არ შეზიზღებოდათ რუსები იმაზე ადრე, ვიდრე ეს საჭიროა. მე სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც სატელიტური ანტენა იყო, ყოველ საღამოს ვრთავდი ტელევიზორს და ვუყურებდი რუსულ ტელეარხებს. მე ვხედავდი რეპორტაჟებს და თმები ყალყზე მიდგებოდა. ისინი ლაპარაკობდნენ ისეთ ფაქტებზე, რომელიც არ ხდებოდა. მაგალითად იყო, რეპორტაჟი ზუგდიდიდან, სადაც რუსმა სამხდროებმა გადაარჩინეს 17 რუსი მოსახლე, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქართველები ჩაგრავდნენ. ისინი გადაარჩინეს, გადაიყვანეს გალში, შეპირდნენ საცხოვრებელ ფართს... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ 17 რუსი მოსახლესგან აჩვენეს მხოლოდ ერთი ალკოჰოლიკი ქალი, რომელმაც თქვა, რომ მას მართლაც ცაგრავდნენ. ანუ რუსული რეპორტაჟების ემოციური შინაარსი იყო იმდენად ხელოვნური, რომ ამის ყურებისას თქვენ არ ვიცი, რას იგრძნობდით საპასუხოდ.
ახლა რაც შეეხება პრაქტიკული მხარეს. რასაკვირველია ჩემი კოლეგები აბსოლუტურად მართლები არიან, რომ ბევრი ქართველი ჟურნალისტი საკმაოდ არაპროფესიონალურად მუშაობდა კადრში, საკმაოდ არაპროფესიონალურად მუშაობდნენ იმ ადგილებში, რომელთაც შესაძლებელია ვუწოდოთ საომარი ვითარებების ზონა. თუმცა რუსულ ბლოგპოსტებს რთულია ვუწოდოთ საომარი წერტილები, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ქართველი ჟურნალისტები იმდენად დიდი ხანია მუშაობენ პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში, საინფორმაციო ომში, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებენ, რომ ისინი უბრალოდ არ იყვნენ მომზადებულები საომარი ვითარებების გასაშუქებლად. მე იმის სურვილიც კი მქონდა, რომ პატარა სემინარი ჩაგვეტარებინა, რაღაც გვესწავლებინა მათთვის, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ გამოვიდოდა, რადგან არ იყვნენ საკმარისი ჟურნალისტები. მათ ასევე არ ქონდათ ბრონირებული ჟილეტები, არ ქონდათ ჩაფხუტები, არ ქონდათ დაზღვევა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჟურნალისტებში. ამიტომ ეს არაადექვატური საქციელი სთენდაფის დროს, ეს გაურკვეველი კადრები, როდესაც ოპერატორი უცნაურად იღებდა ამ თუ იმ მოქმედებას, კადრები, რომელიც ბუნდოვანი იყო როგორც წესი - ამის შედეგია. მე ხანდახან მეჩვენებოდა, რომ კარგი გამოსავალი იყო მობილური ტელეფონით გადაღებული მასალა. ფოთის დაბობმბვის პირველი კადრები გადაღებული იყო მობილური ტელეფონით – ეს კარგი მიგნებაა და სამოქალაქო ჟურნალსიტიკის კარგი მაგალითია, როდესაც თავად მოსახლეობა იღებს მონაწილეობას მოვლენების საინფორმაციო გაშუქებაში.
- მე შეგახსნეებთ, რომ თქვნე უსმენდით რუს ჟურნალისტს, ოლეგ პონფილოვს, როემლიც აგვისტოს მოვლენების დროს, ქართლ და რუსული მედიაზე საუბრობდა.