ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზის


ამერიკელები შეშფოთებულნი არიან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით, თუმცა პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უახლოეს ხანში გამოსწორდება.

თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში პრეზიდენტი ბუში არწმუნებდა მოსახლეობას რომ მისი მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც კერძო სექტორისთვის 700 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს, შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია.

ამავე დროს პრეზიდენტმა ბუშმა გააფრთხილა ამერიკელები რომ ამ გეგმის ცხოვრებაში გატარებას გარკვეული დრო დასჭირდება და მას არ მოჰყვება მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.

XS
SM
MD
LG