ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში იზრდება მხარდაჭერა 700 მილიარდიანი გეგმის მიმართ


ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში იზრდება მხარდაჭერა 700 მილიარდიანი გეგმის მიმართ, რომელიც მოწოდებულია ამერიკის საფინანსო სექტორი იხსნას პრობლემებისგან.

დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები, რომლებმაც ორშაბათს ხმა მისცეს გეგმის ადრეულ ვერსიას ახლა აცხადებენ, რომ ისინი დაამტკიცებენ ამ გეგმას. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა განაცხადა, რომ მისი აზრით არსებობს კარგი შანსი იმისა, რომ ეს გეგმა დამტკიცდება.

გეგმა ასევე მოიცავს საგადასახადო შეღავათებს მილიონობით ამერიკელისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ალტერნატიულ ენერგო წყაროებზე მუშაობენ. ამერიკის სენატმა ეს გეგმა უკვე დაამტკიცა ოთხშაბათს.

პრეზიდენტი ბუში პირადად უწევს ამ კანონპროექტს ლობირებას წარმომადგენელთა პალატაში.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ეს კანონპროექტი ჩავარდა წარმომადგენელთა პალატაში, რამაც დოუ ჯონსის ინდექსის 778 ნიშნულით ვარდნა გამოიწვია. ამან კი ინვესტორებს ტრილიონი დოლარის ზარალი მოუტანა.

XS
SM
MD
LG