ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინურ  რძის პროდუქტებში ქიმიური ნივთიერების შემცველობა დაადასტურა


ფილიპინების ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანალიზებმა ჩინურ რძის პროდუქტებში ქიმიური ნივთიერების შემცველობა დაადასტურა. ეს სწორედ ის სამრწველო ქიმიური მასალაა, რომლის გამო ჩინეთში ათასობით ბავშვი მოიწამლა.

ფილიპინების ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რძის პროდუქციის ეს ორი სახეობა ამოღებულია გაყიდვიდან ფილიპინებში. მისი ინფორმაციით, ეს პროდუქტები ქვეყანაში კონტრაბანდით იყო შემოტანილი, მას შემდეგ რაც მანილამ ჩინურ რძეზე აკრძალვა დააწესა.

მინისტრის განცხადებით, რძის პროდუქტების 28 სახეობა გაყიდვაში დარჩება, პროდუქციის 200 სახეობას კი ტესტირება ჩაუტარდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მანილაში მდებარე ერთერთი სუპერმარკეტი დაიხურება ამ აკრძალვის დარღვევის გამო.

ამ ფონზე, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ხაბაროვსკში ამოღებულია ორი ტონა აკრძალული ჩინური რძის ფხვნილი.

სამშაბათს მოსკოვმა აკრძალა ჩინური რძის პროდუქციის გაყიდვა.

XS
SM
MD
LG