ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენტ ლუისში გაიმართა ვიცე პრაზიდენტობის კანდიდატების ტელედებატები


გუშინ სენტ ლუისში გაიმართა ვიცე პრაზიდენტობის კანდიდატების ტელედებატები.

რესპუბლიკელების კანდიდატი სარა პალინი და დემოკრატი ჯო ბაიდენი განიხილავდნენ ერაყის, ეკონომიკისა და სხვა მრავალ საკითხს.

სარა პალინმა განაცხადა,რომ ბარაკ ობამას გეგმა გამოიყვანოს ერაყიდან აშშ-ს ჯარი კაპიტულაციის ტოლფასია. დღეს ამის მოსმენა არ ჭირდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ციტატის დასასრული

ბაიდენმა განაცხადა, რომ ობამა არაპოპულარული ომის დასრულებისთვის ყველა ღონეს იხმარს, რესპუბლიკელების კანდიდატის მაკკეინისგან განსხვავებით

ჯონ მაკეინი არ აპირებს ომის დამთავრებას, რაშიც ჩვენ ფუნდამენტურად განვსხვადებით. ბარაკ ობამასთან ერთად ჩვენ ამ ომს დავასრულებთ განაცხადა ჯონ ბაიდენმა.

ეკონომიკური კრიზისი მთავარი განხილვის საგანი გახდა დებატებზე.

სარა პალინმა განაცხადა , რომ ალასკის შტატის გუბერნატორის რანგში მან რეფორმების გზით გადასახადების შემცირება მოახერხა.რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მაკკეინი ორი კვირის წინ ეკონომიკურ კრიზისამდე აცხადებდა, რომ აშშ-ს ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია. " იგი არ შედი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელების მდგომარეობაში"

XS
SM
MD
LG