ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი ოჯახი პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ. სასამართლოს პრეს-მდივანმა პაველ ოდინცოვმა დღეს განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება, მოკლული იმპერატორისა და მისი ოჯახის ფორმალურ რეაბილიტაციას წარმოადგენს. რომანოვების ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა რუსეთს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ. რუსეთის ტახტის მემკვიდრემ დიდმა მთავარმა მარია ვლადიმიროვნამ განაცხადა, რომ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა.

XS
SM
MD
LG