ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბუშის თქმით, ეკონომიკის გადასარჩენად  ბრძოლა ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა


პრეზიდენტ ბუშის თქმით, ეკონომიკის გადასარჩენად გათვლილი საფინანსო დახმარების გამოყოფისთვის ბრძოლა ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა.

პრეზიდენტ ბუშის თქმით, საფინანსო სექტორის გადასარჩენად გათვლილი დახმარების გამოყოფისთვის ბრძოლა ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა. მისი თქმით, დახმარების გეგმის ვერ მიღების შემთხვევაში შედეგები ძალზე მტკივნეული იქნება. გეგმა, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ამერიკული ეკონომიკის დასახმარებლად შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, გუშინ შეერთებული შტატების კონგრესმა არ მიიღო. კონგრესის ამ გადაწყვეტილებას ამერიკის სააქციო ბირჟაზე მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. დღეს დილით სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, სიტუაცია დღითიდღე უარესდება და აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება. მისი თქმით, კომპრომისული გეგმის შემუშავების მცდელობით კონგრესთან მუშაობა მიმდინარეობს. დღეს, ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთის სემდეგ, აქციების ფასი ორზე მეტი პროცენტით გაიზარდა. ევროპის მთავარი ბსააქციო ბირჟების მაჩვენებლები კი საკმაოდ მერყეობს.

XS
SM
MD
LG