ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმის მიღება აუცილებელია


პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკის გამოსაკეთებლად გათვალისწინებული შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმის მიღება აუცილებლობას წარმოადგენს.

პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ამერიკული კომპანიების დასახმარებლად გათვალისწინებული შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმის მიღება ქვეყნის ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს. დღევანდელი გამოსვლისას პრეზიდენტმა ინვესტორები დაარწმუნა, რომ გეგმა, რომელშიც კანონმდებლებმა ცვლილებები შეიტანეს, ძირეული პრობლემების მოგვარებას მაინც დაეხმარება. ბატონი ბუშის თქმით, დახმარება მსოფლიო ბაზარს იმას აგრძნობინებს, რომ ამერიკა საფინანსო სისტემისადმი ნდობის აღდგენის საკითხს მთელი სერიოზულობით ეკიდება. კანონის თანახმად, ამერიკის ხაზინა საფინანსო ორგანიზაციებისგან უხეირო ინვესტიციებს შეისწყიდის. მთელს მსოფლიოში ინვესტორები იმას შიშობენ, რომ ამერიკული დახმარების გეგმა გვარიან შედეგს ვერ გამოიღებს. დღეს აზიისა და ევროპის უმთავრეს სააქციო ბირჟებზე მაჩვენებლები საკმაოდ დაბალი იყო. დახმარების კანონპტროექტის კენჭისყრა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს საღამოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG