ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო აცხადებს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა


ეუთო აცხადებს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

ეუთო აცხადებს, რომ ბელარუსში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. თუმცა თავად პროცესის განხორციელებაში მცირე პროგრესი მაინც შეინიშნებოდა. ეუთომ ეს განცხადება დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში ოპოზიციის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა საპარლამენტო ადგილი. ეუთოს თქმით, თავად არჩევნების პროცესი წარმატებით განხორციელდა, მაგრამ იმ ორმოცდარვა საარჩევნო ოლქში, რომლებშიც ორგანიზაციის დამკვირვებლები შევიდნენ ბიულეტენების დათვლის პროცესი ცუდად მიმდინარეობდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არცევნები გააყალბეს და დასავლეთს მათი შედეგების არცნობისკენ მოუწოდა. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ტქმით, დამკვირვებლებისთვის ძალზე რთული იქნება იმის მტკიცება, რომ არცევნები უსამართლოდ ჩატარდა.


XS
SM
MD
LG