ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქვეყანაში ცნობილი ქალი პოლიციელი მოკლეს.
მალალაი კაკარი ყანდაარში მოკლეს როდესაც სახლიდან სამსახურში მიდიოდა. ამ თავდასხმის შედეგად მისი ვაჟიც დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.
მალალაი კაკარი 6 შვილის დედა იყო, რომელიც ქალების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებების გამოძოიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ყანდაარში.
დასავლეთის მედიაში ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ქალის გამბედაობას დიდ რეკლამას უწევდნენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ეს ტერაქტი.