ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში არწმუნებს ამერიკელებს,რომ ფინანსური გეგმა მათთვისაც მნიშვენლოვანია


პრეზიდენტი ბუში ამერიკელების დარწმუნებას ცდილობს რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ფინანსური სისტემის დახმარების გეგმა მათ ინტერესებში შედის.

თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა რომ მას ესმის ამერიკელი გადამხდელების აღშფოთება, რომლებიც იძულებულნი არიან უოლ სტრიტზე დაშვებული შეცდომების გამო საკუთარი ჯიბიდან დადონ ფული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა რომ ამერილეთა უმრავლესობა წინააღმდეგია მთავრობამ 700 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინოს არასწორი ინვესტიციების შედეგად გაკოტრების პირას მისულ ფირმებს.

მართალია ამ გეგმას სენატში დაუჭირეს მხარი, მაგრამ მას კონგრესში რესპუბლიკელთა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

XS
SM
MD
LG